English League არის აკადემიური ინგლისური ენის კონკურსი 11–17 წლის მოსწავლეებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს:
• ინგლისური ენის რეალური ცოდნის გამოვლენას
• მოტივირებული და ძლიერი მოსწავლეების აღმოჩენას
• ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერას
ასაკობრივი კატეგორიები
• 11–13 წელი (ტესტის ტიპი A)
• 14–15 წელი (ტესტის ტიპი B)
• 16–17 წელი (ტესტის ტიპი C)
⚠️ რეგისტრაციის მომენტში მონაწილე არ უნდა იყოს 18 წლის
რეგისტრაცია ოლიმპიადაზე დაიწყება 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, არ გამოტოვო შანსი
კონკურსის სტრუქტურა
ეტაპები:
I ეტაპი
• ფასიანი რეგისტრაცია - 40 ლარი
• გადადის მონაწილეთა 75%
II ეტაპი
• ფასიანი რეგისტრაცია - 40 ლარი
• გადადის მონაწილეთა 15%
III ეტაპი – ფინალი
• უფასო მონაწილეობა
• აკადემიური შეფასება
ოლიმპიადის წესდება გადმოსაწერად გადადით მოცემულ ბმულზე

პრიზები
🎓 გრანტები (II ეტაპის შემდეგ)
მონაწილეები, რომლებიც ფინალში ვერ გადავლენ, იღებენ:
• 50%
• 30%
• 20% გრანტებს
(აკადემიის ერთ აკადემიურ წელზე თითიეულ კატეგორიაში 10-10 საგრანტი)
🏆 ფინალური პრიზები (ერთ გამარჯვებული თითო ასაკობრივ კატეგორიაში)
16–17 წელი
• დიპლომატიური ვიზიტი ევროპარლამენტში
14–15 წელი
• 1 წლიანი უფასო სწავლება აკადემიაში
• სასწავლო მასალები
• ლეპტოპი
11–13 წელი
• 1 წლიანი უფასო სწავლება აკადემიაში
• სასწავლო მასალები
• კემბრიჯის გამოცდაზე გასვლის დაფინანსება
რეგისტრაციები დაიწყება 01.03.2026 და გაგარძელდება 31.03.2026 ჩათვლით.
ოლიმპიადა ჩაინიშნება 2026 წლის:
I ტური - 5 აპრილი
II ტური - 19 აპრილი
III ტური - 26 აპრილი
მადლობას გიხდით ინტერესისთვის დამატებითი ინფორმაციებისთვის მოგვწერეთ შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით


ხშირად დასმული კითხვები (FAQ მშობლებისთვის)
ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა?
11–17 წლის მოსწავლეები, რომელთა ასაკი რეგისტრაციისას არ აღემატება 17 წელს.
არის თუ არა ოლიმპიადა ონლაინ?
არა. ოლიმპიადა ტარდება მხოლოდ ოფლაინ ფორმატში.
რა შემთხვევაში შეიძლება შედეგის გასაჩივრება?
მხოლოდ ტექნიკური ან პროცედურული შეცდომის არსებობის შემთხვევაში.
ყველა მონაწილე იღებს სერტიფიკატს?
დიახ, ყველა მონაწილე დაჯილდოვდება ერთიანი ფორმატის A4 სერტიფიკატით.
გრანტი ფულად გაიცემა?
არა. გრანტი მოქმედებს მხოლოდ The English Academy-ში.
შეიძლება თუ არა გრანტის გაუქმება?
დიახ, წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
ორგანიზატორი:
The English Academy




